Wednesday, May 9, 2012

ძაღლმა ბრილიანტები გადაყლაპა

                ჯორჯიის შტატში, ქალაქ ოლბანში ძაღლმა 10 ათასი დოლარის ღირებულების ბრილიანტის თვლები გადაყლაპა.
              ინციდენტი საიუველირო მაღაზიაში მოხდა, რომელიც ძაღლის მფლობელს, ჩაკ რობერტსს ეკუთვნის. 
               როგორც რობერტსი იხსენებს, ოთხფეხა მეგობარი, სახელად "ჰანი ბანი" სულ რამდენიმე წამით დატოვა მაღაზიის დახლთან მარტო, სადაც შეუფუთავი ბრილიანტის თვლები ეწყო.  

                    როგორც კი რობერტსი ერთ-ერთ კლიენტს მიუბრუნდა, "ჰანი ბანი" მაშინვე დახლზე ახტა და ღია ვიტრინაში გამოფენილი ბრილიანტები გადაყლაპა.
პატრონმა ძვირფასი თვლების გაქრობის მიზეზი მალევე აღმოაჩინა და ძაღლი ვეტერინართან რენტგენის გადასაღებად მიიყვანა. პატრონის ეჭვები გამართლდა, რის შემდეგაც მან რამდენიმე დღეში თვლები "ბუნებრივი გზით" დაიბრუნა.
        

ხელოვნური ბრილიანტები და ბრილიანტის იმიტაციები

            ალმასი-იგივე ნახშირბადი(ქიმიური ფორუმლა c)  ყველაზე მკვრივი ნივთიერებაა დედამიწაზე და მისი სიმკვრივე სპეციალური მოჰსის  შკალის მიხედვით 10-ს უტოლდება. მას ახასიათებს სიმკვრივესთან ერთად გასაოცარი ბრწყინვალება.
             საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ შეექმათ მისი იმიტაციაბი-ანუ თვლები რომლებსაც იგივე ვიზუალური ბრწყინვალება ექნებოდა როგორიცაა ბრილიანტი.  თავდაპირველად, ჯერ კიდევ ჩვენც წელთაღრიცხვამდე ადამიანებმა დაიწყეს ბუნებრივი მინის, მთის ბროლის და სხვა გამჭვირვალე უფერული ქვების დაწახნაგება ბრილიანტის ფორმით
              1. საუკუნეების განმავლობაში ერთერთ საუკეთესო ბრილიანტის იმიტაციად ითვლებოდა თეთრი საფირი
        თეთრი საფირი




          თუმცა ეს უკანასკნელი ძალზედ ჩამოუვარდებოდა ბრილიანტს როგორც სიმკვრივით ისე ბრწყინვალებით. პროფესიონალი იუველირი კი ძალზედ მარტივად გაარჩევს მას ბრილიანტისაგან. ეს ბრილიანტის იმიტაცია დღესაც გამოიყენება იუველირულ სფეროში თუმცა არცთუ ძვირათღირებულია მისი გამოყენებით დამზადებული სამკაულები.
             
            სვაროვსკი ბრილიანტები-სვაროვსკის ბროლი
   სვაროვსკის ბროლი ქიმიური შემადგენლობით ბროლია რომელსაც დამზადების სპეციალური მეთოდიკა აქვს და შედეგად მიიღება ბრჭყვიალა თვლები. თუმა ამ თვლებს ბრწიყნვალების გარდა არაფერი კავშირი არ აქვს ბრილიანტთან. ის უბრალოდ ბრჭყვიალა შუშაა რომელიც საკმაოდ იაფფასიანია და გავრცელებულია მსოფლიოში ბიჟუტერიის დასამზადებლად კაბებისა და თქვენ წამოიდგინეთ სან.ტექნიკის მოსართავადაც კი.  ამიტომ ტერმინი “სვაროვსკის ბრილიანტი” გადაჭარბებული ნათქვამია მითუმეტეს რომ მას საკმაოდ დაბალი სიმკვრივე აქვს-ადვილად იკაწრება და ტყდება მოჰსის შკალიით მისი სიმკვრივე დაახლოებით 5-6-ია.
         სვაროვსკის  აბაზანის ატრიბუტი







   
     

ვარსკვლავური ტრენდი: მასაჟი ბრილიანტებით

 მსოფლიო კრიზისის პერიოდში ჰოლივუდის ცნობილ ლამაზმანებს გაუჩნდათ ახალი, სრულიად არაკრიზისული ტრენდი - ბრილიანტის მასაჟი.






როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან ბრილიანტების მასაჟს რელაქსაციის 
და გამაჯანსაღებელი უნარი გააჩნია. ალმასის ფხვნილი, რომელშიც 
უამრავი წვრილი ბრილიანტებია ზომით 1, 5 კარატი ხელს უწყობს დეტოქსიკაციას 
და კანზე ელექტრული მაგნიტური ველის მავნე მოქმედებების მოხსნას.
ამასთან ერთად ხელს უწყობს ცელულიტის გაქრობას და მთლიანად 
ორგანიზმის გაჯანსაღებას.
                         ბრილიანტების ფასი რომლებიც მასაჟის პროცედურების დროს 
გამოიყენება 1 მილიონი დოლარია, ხოლო თავად მასაჟი კი 25 ათასი 
დოლარი ღირს..




ბრილიანტი (ფრანგbrillant - „ელვარე“), ალმასი, რომელსაც დამუშავების, ე.წ. ბრილიანტური დაწახნაგების საშუალებით აძლევენ სპეციალურ ფორმას. ბრილიანტური დაწახნაგება მაქსიმალურად გამოავლენს ქვის ბუნებრივ ელვარებას. დაწახნაგებული ბრილიანტი ორი შეთავსებული პირამიდის ფორმისაა, მათგან ერთი (ზედა) წაკვეთილია. გვირგვინისა და პავილიონის წახნაგები განლაგებულია რამდენიმე რიგად. გავრცელებულია წახნაგთა სამრიგოვანი განლაგება (ე. წ. სამმაგი ბრილიანტური დაწახნაგება). კლასიკური დაწახნაგების დროს ბრილიანტს 56 გვერდითი წახნაგი აქვს. წახნაგები იმგვარადაა განლაგებული, რომ სხივთა კონა, რომელიც ქვის ზედაპირს ეცემა, სრულ შინაგან არეკვლას განიცდის და ალმასში მაღალი დისპერსიის გამო სპექტრის ფერად სხივებად იშლება. ამიტომ არეკვლილ სინათლეში ბრილიანტი ნაირფერად ელვარებს. ბრილიანტის მასას ზომავენ კარატებით. დამუშავებულ ქვებს იყენებენ სამკაულად.