ინციდენტი საიუველირო მაღაზიაში მოხდა, რომელიც ძაღლის მფლობელს, ჩაკ რობერტსს ეკუთვნის.
როგორც რობერტსი იხსენებს, ოთხფეხა მეგობარი, სახელად "ჰანი ბანი" სულ რამდენიმე წამით დატოვა მაღაზიის დახლთან მარტო, სადაც შეუფუთავი ბრილიანტის თვლები ეწყო.
როგორც კი რობერტსი ერთ-ერთ კლიენტს მიუბრუნდა, "ჰანი ბანი" მაშინვე დახლზე ახტა და ღია ვიტრინაში გამოფენილი ბრილიანტები გადაყლაპა.
პატრონმა ძვირფასი თვლების გაქრობის მიზეზი მალევე აღმოაჩინა და ძაღლი ვეტერინართან რენტგენის გადასაღებად მიიყვანა. პატრონის ეჭვები გამართლდა, რის შემდეგაც მან რამდენიმე დღეში თვლები "ბუნებრივი გზით" დაიბრუნა.
No comments:
Post a Comment